Acadexon

სამართლის კვლევების აკადემიური კატალოგი

ჩვენს შესახებ

Acadexon არის სამართლის კვლევების აკადემიური კატალოგი - ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ინიციატივა.

Acadexon (სამართლის კვლევების აკადემიური კატალოგი) ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ინიციატივაა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება. იგი სამართლის სფეროში შექმნილი კვლევითი ნაშრომების გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი აკადემიური ინფრასტრუქტურაა.

პლატფორმა მიზნად ისახავს სამართლისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში შექმნილი აკადემიური ნაშრომების გავრცელების, ხელმისაწვდომობისა და ხილვადობის გაუმჯობესებას. იგი ავტორებს, მკვლევრებს, ფართო აკადემიურ საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს სამეცნიერო ნაშრომების ერთიან სივრცეში მარტივად მოძიებისა და გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს.

კატალოგის ფუნქცია

კატალოგის ფუნქცია შემოიფარგლება ნაშრომთა ბიბლიოგრაფიული მონაცემების ინდექსირებითა და მათი სრული ტექსტების ოფიციალურ წყაროებზე გადასასვლელი ბმულების განთავსებით. ინდექსირებული ნაშრომების სრული ტექსტები კატალოგში არ ინახება და არ ვრცელდება. მათზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნით შესაბამის ავტორებს, გამომცემლობებს ან სხვა უფლებამოსილ პირებს.

კატალოგში აკადემიური პუბლიკაციების ინდექსირება ხორციელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი ბიბლიოგრაფიული მონაცემების საფუძველზე და, შესაბამისად, მისი ძირითადი ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული ცალკეული ჟურნალების მონაწილეობაზე.

თანამშრომლობა ჟურნალებთან

ამასთანავე, კატალოგი ღიაა სამეცნიერო ჟურნალებთან ინსტიტუციური თანამშრომლობისთვის. თანამშრომლობის მსურველ ჟურნალებს შეუძლიათ კატალოგს მიაწოდონ თავიანთი პუბლიკაციების სრული, ზუსტი და რეგულარულად განახლებული მეტამონაცემები. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჟურნალებისა და მათში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სრულყოფილად წარმოდგენას, საძიებო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და აკადემიური ხილვადობის ზრდას.

უფასო სერვისები

Acadexon-ის ძირითადი საძიებო და ბიბლიოგრაფიული სერვისები ყველა მომხმარებლისთვის უფასოა. პლატფორმა უსასყიდლოდ სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • სამეცნიერო სტატიების, სამუშაო ნაშრომების, წიგნებისა და წიგნის თავების მოძიებას;
  • აკადემიური ნაშრომების ავტორის, ჟურნალის, თემატიკისა და კლასიფიკაციის მიხედვით ძიებას;
  • ნაშრომის სრულ ტექსტზე გადასასვლელი ოფიციალური ბმულის მიღებას, მისი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში;
  • ავტორთა აკადემიური პროფილებისა და მათ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების გაცნობას;
  • ნაშრომების ნახვისა და ჩამოტვირთვის მაჩვენებლების მონიტორინგს.

რეგისტრაცია უფასოა და ანგარიშის ფასიანი დონე არ არსებობს. პლატფორმით სარგებლობა გავლენას არ ახდენს ნაშრომის ინდექსირებაზე, საძიებო შედეგებში მის პოზიციაზე ან აკადემიურ რეიტინგზე.